მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: შიმშილობა უკვე ისეთ ფაზაშია, რომ ძალიან მძიმე პერიოდია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით, “ქართველი ხალხის ვალია”, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმრობიდან იხსნას. ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. 

"შიმშილობა უკვე არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ძალიან მძიმე პერიოდია. აქედან გამომდინარე, ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ხელისუფლების გაჯიუტება არის პირდაპირ რევანში და ბოროტი განზრახვა. იმედია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს,” - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. 

საქართველოს ყოფილი პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ის მას შემდეგ, 32-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები