მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იასკო: სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, დაიკლო 20 კგ-ზე მეტი

Interpressnews.ge

"მიშა არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. მან 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო, აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები". - ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცოლი, რადას დეპუტატი ლიზა იასკომ ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ. 

მისივე თქმით, უკრაინას სურს, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, ეს კი ქართული მხარის პასუხისმგებლობაა. 

"ჩვენი უკრაინელების პოზიციაა, რომ გვინდა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს, მაგრამ ბევრია დამოკიდებულები ქართულ ხელისუფლებაზე და იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა". - ამბობს იასკო. 

საქართველოს ყოფილი პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ის მას შემდეგ, 32-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები