კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: მიაწვდინეთ ხალხს ხმა, რომ ვაქცინას სიკვდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია

კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა!

მხოლოდ ოქტომბერში 1000 - ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!

მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!

ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი FACEBOOK-ზე წერს.  1 ნოემბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 886 ტესტი და დადასტურდა 2 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 081 პაციენტი. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 721 388 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 665 599 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 089.

კომენტარები