მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: როცა ოპოზიციის გამარჯვება გამოცხადდება, მსურს, სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს

რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ახლა გვიყურებს და მინდა, მივესალმო დიდი პატივისცემით და ვუსურვო ჯანმრთელობა. 

ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ, რომ იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი, არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი.

ამბობს ოპოზიციის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. მთავარი არხის ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში ენმ-მ გაიმარჯვა, იმედის ეგზიტპოლით – ოცნებამ. 

კომენტარები