არჩევნები 2021

მელია: ვაზისუბანში უცხო კაცმა 10 ბიულეტენი ყუთში ფიზიკური ძალადობით ჩატენა

უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, ფიზიკური ძალაოდბით, დაახლოებით, 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაპირისპირება უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა. წარმოამდგენლების გარდა, ამ უბანზე იყო ISFED-ის წარმომადგენელი, ჩემი ინფორმაციით, მას აქვს საჩივარი დაწერილი. 

აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, ამის შემდეგ, 40 წუთში, როგორც ჩანს, ბრძანება მიიღეს და სადაც შეუძლიათ სჩადიან მასგავს ქმედებებს. ეს კონკრეტული უბანი როცა დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ კალაძეს წაგებული აქვს და იქნება დისბალანსი, თავიდან იქნება გადასათვლელეი და გასაუქმებელი იქნება ეს უბანი.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები