არჩევნები 2021

ბოტკოველი: უკანასკნელ დღეებში ადგილი ჰქონდა ადამიანების დაშინებას, შანტაჟსა და მოსყიდვას

დღევანდელი დღე არის ცვლილებების, ის არის გარდამტეხი ჩვენი ხვალინდელი მომავლისთვის. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან. გუშინ, გუშინწინ, ამ დღეების განმავლობაში არაფერს ერიდებოდნენ ადამიანებთან ურთიერთობაში: აყენებდნენ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა დაშინებას, შანტაჟს, მოსყიდვას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ადამიანის გატეხვა ასეთი ადვილი არ არის. აქ არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვებაზე, არამედ საუბარია ქვეყნის გამარჯვებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების მომავლისთვის.


თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა თელავში, გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები