ქართული ოცნება

ბრეგაძე: ენმ არის არაფორმალური მმართველობის კლასიკური ნიმუში

ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში  და რატომ:  ნახეთ – ამ ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ნიკანორ მელია. თუმცა, ამ ორგანიზაციას რეალურად მართავს პირი [სააკაშვილი], რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ის არის უკრაინის მოქალაქე. მას საერთოდ არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. დიახ, ის  ციხიდან გასცემს ბრძანებებს. ჩვენ ვუყურებთ ყოველდღე, როგორ ავრცელებენ მის მიმართვებს. 

თქვა ივანიშვილის ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები