კრიმინალი

შსს: ფოთში ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეორე ქალი დაჭრა, ბრალდებული დაკავებულია

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში ქალმა "ეჭვიანობის ნიადაგზე" ნაცნობი ქალი დაჭრა. 1988 წელს დაბადებული თ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები