არჩევნები 2021

ბასილაშვილი კალაძეზე: მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან კარგ პიროვნებას – წარმატებები, კახი!

ქართული ოცნება Facebook-გვერდზე საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვას აქვეყნებს - ბასილაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძეს უჭერს მხარს. 

"მე მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებას და ძალიან ღირსეულ სპორტსმენს, წარმატებები, კახი!" - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.  

კომენტარები