მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მაჭარაშვილი: შევეგუოთ, რომ ღარიბაშვილის და გუნდის წევრების განცხადებები შეიძლება გეტკინოთ

მე საერთოდ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტებში არ დგას. ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხნის განმავლობაში, სიტყვები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ შინაარსი არის ერთი და იგივე.

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის შიმშილობის, რთულად გამოხატული შიმშილობის ფორმა შეუძლია თავად აირჩიოს. ვიმეორებ, თქვენ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციები გინდოდეთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პრემიერ ღარიბაშვილის, პარტიის თავმჯდომარის, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის განცხადებები ყოველთვის იქნება ისეთი, რომ შეიძლება თქვენ გეტკინოთ, მაგრამ საზოგადოებისთვის იქნება გასაგები და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი.

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც TV იმედის ეთერში თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და  სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

კომენტარები