მკვლელობა ბორჯომში

ბორჯომში პირმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ტაბულა

ბორჯომში, სოფელ საკირეში კაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა. თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ კი ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1985 წელს დაბადებული პირი [კ.ს.] დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები