მკვლელობა ბორჯომში

შსს: ბორჯომში მასპინძელმა სტუმარი მოკლა

flickr

შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელმა სტუმარს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

უწყების ცნობით, საქმეზე 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები