მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნიკოლოზ სააკაშვილი: ბოროტების ზღვარს გადასცდნენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიშას კლავენ

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ მეგონა, რომ მკაცრი ზომებია, ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება, საავადმყოფოს აი იმ ციხის პირობებში, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ყველანი მოხვდებიან სასამართლოს ქვეშ, ასე არ შეიძლება. 

უკვე 15 დღეა, მე ამას ხმამაღლა ვიძახი. შეტანილია განცხადება ჩემს დაშვებაზე მასთან კამერაში - პასუხი არ არის. დღეს მე მოვიკითხე ადვოკატებთან და ასეთი პასუხი მივიღე, რომ განხილვის სტადიაშია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვლი TV პირველთან საუბარში. სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. 

კომენტარები