მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კალაძე სააკაშვილზე: არავის დაუძალებია შიმშილობა, თვითონ არის პასუხისმგებელი ჯანმრთელობაზე

თვითონ არის პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ არავის დაუძალებია შიმშილობა, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ცხადია, პენიტენციური სისტემა, როგორც სხვა პატიმრებს, ასევე სააკაშვილი არაფრით განსხვავდება ყველა პატიმართან მიმართებაში რა დამოკიდებულებაც არის, იგივე დამოკიდებულება იქნება. საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია და კლინიკაში გადაყვანა? პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც გადაიყვანენ. ერთში ვარ დარწმუნებული, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში.

თქვა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები