არჩევნები 2021

კალაძე: პირველ ტურში რომ გაემარჯვა მელიას, რეფერენდუმი უნდა ეკეთებინა თბილისში?

თეორიულად დავუშვათ, რომ მელიას გაემარჯვა პირველ ტურში - რა უნდა გაეკეთებინა? მისი მთავარი მამოძრავებელი რა იყო, რეფერენდუმი? რეფერენდუმი უნდა ეკეთებინა თბილისში? ეს არის ბლეფი, ეს არის ძალიან დიდი ბოლი, მათ აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ადამიანებს მთელი კამპანიის განმავლობაში ერთი სიტყვა არ დაცდენიათ თბილისზე, არაფერი წარმოუდგენიათ, არანაირი ხედვა, არანაიარი კონკრეტიკა, არანაირი საარჩევნო პროგრამა ქალაქთან დაკავშირებით.

თქვა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

30 ოქტომბერს თბილისში თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს კალაძე და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

კომენტარები