ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

28 ოქტომბრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1623 ლარია, ევროსი კი – 3.6686  ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1557 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 9 სექტემბრის ბოლოსთვის 3.6686 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 0.60 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3284 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3491 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 29 ოქტომბრიდან შევა.

კომენტარები