მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხაზარაძე: ოცნებამ აქციაზე ხალხი მიიყვანა, რომ მოესმინათ ის, რასაც ტელევიზორში ისმენენ

ეს არ არის მხოლოდ მერის არჩევნები, ეს არის ახალ და ძველ მენტალიტეტს შორის არჩევნები. ადამიანები, რომლებიც მიიყვანეს ქართული ოცნების იმ შეკრებაზე, ისინი რას უკრავდნენ ტაშს? - უმუშევრობას, სიღატაკეს, ვიღაცის ბრძანებას - "თუ არ წამოხვალ, მოგხსნი". მოიყვანეს იმისთვის, რომ მოესმინათ ის, რასაც ტელევიზორში ისედაც ისმენენ. აქ არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავალზე. მომავალი არის ახალი პროექტები, ევროპული გზა, მშენებლობა და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის იმ განცდის შექმნა, რომ არ წავიდნენ

ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ,  ფორმულას ეთერში, გუშინ, 27 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას თქვა. 

კომენტარები