მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მედიაკოალიცია: მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები გორდონის არშემოშვებაზე

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების, მათ შორის, დიმიტრი გორდონის არშემოშვებასთან დაკავშირებით.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა". – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა. საქართველოში არშემოშვების ფაქტს უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რომელთან ციხეში შესახვედრადაც ჩამოვიდა საქართველოში.

კომენტარები