მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან დეპორტაციას უკეთებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ცნობით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ. ინფორმაცია დმიტრი გორდონმა თავის Instagram-ზე დაადასტურა

"უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის მეუღლეს ლესიას, ასევე ჟურნალისტს, ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან". – წერს ხატია დეკანოიძე. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. 

კომენტარები