ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, ქართული ოცნების აქციის გამო, რომელიც ხვალ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე იმართება, პოლიციამ მოედნისკენ მიმავალი მუნიციპალური ავტობუსის მგზავრებს მისი დაცლა მოსთხოვა.
"ორთაჭალიდან თავისუფლების გავლით მივდიოდი სახლში, პატრულმა ავტობუსი გააჩერა, ყველა ჩამოგვსვა, თავისუფლებაზე ვერ გახვალთ – გადაკეტილიაო. ანუ, ხვალ 6 საათზე რომ შეიკრიბნონ, დღეს 9 საათზე თავისუფლებაზე ტრანსპორტით ვერ უნდა გავიარო.
რამეს ვზეიმობთ ხვალ? დამოუკიდებლობის დღეა? თუ რატომ ვერ გადავაადგილდები ისე, როგორც მინდა?" –წერს ტაბულას რეპორტიორი, ანა აბაშიძე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქციის გამო თავისუფლების მოედანი 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა გადაკეტილიყო.