მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კალაძე: პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, არავის დაუძალებია შიმშილობა

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს. 

ამბობს თბილისის მერი და ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად, უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები