უკრაინა

ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყირიმის მუზეუმის საგანძური უკრაინას დაუბრუნდება

სკვითების საგანძური

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკვითების საგანძურის კოლექცია, რომელიც ყირიმის მუზეუმებში ინახებოდა უკრაინას დაუბრუნდება. ინფორმაციას გამოცემა nos.nl ავრცელებს.

2014 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, ყირიმის მუზეუმებიდან ასობით ექსპონატი ნიდერლანდებში გამოფენისთვის გაიგზავნა. გამოფენის დასრულების შემდეგ საგანძური დავის საგანი გახდა.

2016 წელს ამსტერდამის საოლქო სასამართლომ უარი თქვა ექსპონატების ყირიმში დაბურნებაზე. რუსეთის მხარემ 2017 წელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის კულტურის სამინისტრო მანამდე ამბობდა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო სკვითების საგანძურს უკრაინას გადასცემდა, რუსეთი ნიდერლანდებში აღარ გაგზავნიდა თავის სამუზეუმო ექსპონატებს.

კომენტარები