ალეკ ბოლდუინი

დონალდ ტრამპის შვილი ბოლდუინის ტრაგედიის დასაცინ მაისურებს ყიდის

Newshub

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპ ჯუნიორი ალეკ ბოლდუინის ტრაგედიის დამცინავ მაისურებს ყიდის. 

ტრამპის საიტზე მაისური წარწერით Guns Don't Kill People Alec Baldwin Kills People(იარაღი რ კლავს ხალხს, ალეკ ბოდლუინი კლავს ხალხს) 27.99 დოლარად იყიდება.

გარდა ამისა ტრამპ ჯუნიორმა სოციალურ ქსელში Instagram ბოლდუინის დამცინავი არაერთი მიმი გამოაქვეყნა.

"მოდით ყველამ ერთად ვნახოთ როგორ დაადანაშაულებს ალეკ ბოლდუინი იარაღს".

ბოლდუინი იარაღის ტარების შეზღუდვის მომხრეა, ამ საკითხზე მსახიობს წარსულში არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი. სწორედ ამ თემაზეა შექმნილი ინტერნეტში გავრცელებული ბოლოდროინდელი მიმები. ბოლდუინი ასევე კომედიურ შოუში Saturday Night Live აკეთებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პაროდიას. 

დონალდ ტრამპ ჯუნიორი პოლიტიკური აქტივისტი, ბიზნესმენი და ტელეწამყვანია, რომელიც მამის 2016 და 2020 წლის საარჩევნო კამპანიებში აქტიურად იყო ჩართული. 

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

 

კომენტარები