მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანა შერჩევითი უკანონობა და შურისძიებაა

კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატისტიკა მოყავდა, რამდენი გადაჰყავთ ციხიდან. ნახეთ, რა ჰუმანურები ვართო.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით, არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად.

წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

კომენტარები