მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი პატიმრობიდან

მე მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან. მთავარი რაც კი ახლა გვაქვს ჩვენ, არის მორალური უპირატესობა - ბრძოლა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოგებული აქვს. ერთი შეცდომის დაშვებით, შეიძლება მორალური უპურატესობა დავკარგოთ. გამარჯვება არ მოიპოვება ადვილად. მე ამას ვაცნობიერებ, რა თქმა უნდა, გამარჯვება არ მოიპოვება უდიდესი ძალისხმევის გარეშე. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთობით მხოლოდ. დედაქალაქის მოგებას ვაპირებთ, გამარჯვებას ვაპირებთ.

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მთავარი არხის ეთერში. 

კომენტარები