მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ფოთელებო, გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, ოქროს შანსია" – სააკაშვილის მიმართვა ფოთელებს

დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს და ადგილობრივებს გიგი უგულავასთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.  წერილს მერობის კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა ავრცელებს. 

"ძვირფასო ფოთელებო, თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ". - წერია სააკაშვილის წერილში. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები