ძალადობა

არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს

ბათუმში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვანები თანატოლზე ძალადობენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ : "მითხარი, რა ხარ... მითხარი თქო, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ, შენი დედა მოვ**ან". - ისმის გავრცელებულ ვიდეოში.

ტაბულამ შსს-ში გაარკვია, რომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით". - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

კომენტარები