არჩევნები 2021

მეჭიაური ქართულ ოცნებაზე: თუ ჩემზე ახალგაზრდა მერი უნდოდათ, თავიდანვე ასე შეერჩიათ

"თუ ჩემზე ახალგაზრდა მერი უნდოდათ, თავიდანვე შეერჩიათ". - ასე პასუხობს ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მეჭიაურს მოუწოდა, გზა დაუთმოს ახალგაზრდებს და არჩევნების მეორე ტურზე მან სახელისუფლებო კანდიდატს, ლევან წიკლაურს დაუჭიროს მხარი. 

"მე მყავს თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ერთპიროვნულად ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მეორე, თუ უნდოდათ უფრო ახალგაზრდა და ასე უნდოდათ შეერჩიათ, თავიდანვე გაემართათ კონსულტაციები ჩვენთანაც და ის ახალგაზრდა ასე შეერჩიათ და არა ერთპიროვნულად და გაურკვეველი დამსახურებებით". - ამბობს მეჭიაური. 

არჩევნების პირველ ტურში, ქართული ოცნების კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა ხმების 43.19% აიღო, ხოლო თამაზ მეჭიაურმა 30.09%.  არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები