კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თუ ხალხი გავლენებისგან არ გათავისუფლდება, მთავრობა სავალდებულო აცრას შემოიღებს

თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, დიდხანს ამ სიტუაციის შენარჩუნებაც ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს. 

მე მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლება ამ რაღაც სიურრეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. მე ამას ვემხრობი, ეს ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია - ჯერჯერობით, არ არის მთავრობის მზაობა, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქციანცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები