საქართველო-ევროკავშირი

ფოტიგა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებები წარვადგინე

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორება წარადგინა.

"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებები წარვადგინე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის". - წერს ანა ფოტიგა.

შესწორება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გმობას. ის რუსეთს ახსენებს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მედიაციით დადგინდა. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პირობად სწორედ ამ ვალდებულებების შესრულებას აყენებს. ის ასევე მოუწოდებს  რუსეთს, იმოქმედოს კონსტრუქციულად და ხელი შეუწყოს პროგრესს ჟენევის მოლაპარაკებებზე, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების რღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ახსენებს რუსეთს მის სამართლებრივ ვალდებულებებს. გარდა ამისა, გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, მოკვლის და უკანონო დაკავებების, ასევე, მცოცავი ოკუპაციის ჩათვლით.

კომენტარები