კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მომხრე ვარ, არავაქცინირებულებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს [ვაქცინაცია] იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.

გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.

ამბობს NCDC-ს დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები