კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: ისევ დადგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა – ამ წრიდან ვერ გამოვედით

ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც ორი-სამი თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა - ამ წრიდან ვერ გამოვედით.

10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. 

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება - ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პალიტრანიუსის ეთერში. 18 ოქტომბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 479 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.76%-ია

კომენტარები