კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მე-5 ტალღა დაიწყო, მძიმე ნოემბერი გველის, ეს შეგვიძლია ვაქცინაციით შევაკავოთ

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება. მეხუთე ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის. მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან დღეს უკვე გვაქვს საშუალება, ეფექტური იარაღი იმისთვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. 

პანდემიის შეკავებისთვის ერთ-ერი მთავარი სწორედ ვაქცინაციაა. საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ეს პროცესი მსოფლიოს ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ ეფექტურად მართა. 

თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ჩვენ შვილებს მივცეთ უსაფრთხოდ განათლებისა და განვითარების საშუალება, კიდევ უნდა აიცრას სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი, რაც აქამდე აცრილია. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 18 ოქტომბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 385 ტესტი და დადასტურდა  2 479 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 374 პაციენტი.

კომენტარები