რუსეთი-ჩინეთი

რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო და დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება, ამჯერად რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, წვრთნები ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას ათასობით რუსი და ჩინელი სამხედრო იღებდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ღონისძიების მიზანი მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის ეფექტური საკომუნიკაციო და სტრატეგიული კავშირების დამყარებაა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათ საერთო მტრის წინააღმდეგ შეეძლოთ კოორდინირებული მოქმედება. 

Military Times-ის შეფასებით, ბოლო პერიოდში ჩინეთ-რუსეთის გააქტიურება და ერთობლივი სამხედრო წვრთნების რაოდენობისა და მასშტაბების ზრდა აშშ-ს წინააღმდეგაა მიმართული და იაპონიის ზღვაში მოქმედება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომუნისტური მთავრობა სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში პოზიციების დათმობას არ აპირებს და გავლენის სფეროს გაფართოების მიზნით რუსეთთან აქტიურად ითანამშრომლებს. 

14-დან 17 ოქტომბრამდე გამართულ წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ: საზღვაო გამანადგურებლები, ანტი-საჰაერო და ანტი-საზღვაო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და კორვეტები. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთობლივი წვრთნებში ჩინეთის ფლოტის მაღალტონაჟიანი ანტი-წყალქვეშა გამანადგურებელიც მონაწილეობა. 

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 2005 წლიდან ატარებენ, თუმცა მათი მასშტაბები და სიხშირე უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იზრდება.
 

კომენტარები