ავარია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

Tabula

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ელოდება.

მასალა განახლებადია

კომენტარები