კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: წავიდეთ და ავიცრათ, ბატონებო, სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება

წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები? 

1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 17 ოქტომბრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 581 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.93%-ია.

კომენტარები