ვეტერანები

ღარიბაშვილი: ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 - ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ მან ვეტერანთა დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს. 

" მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახდილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე".- თქვა ღარიბაშვილმა. 

ღონისძებაზე სიტვით ასევე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. 

 

კომენტარები