Tbilisi Pride

TBILISI PRIDE: გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, ქვიარ კლუბ საქსესთან დაკავებული გიორგი თაბაგარი და ორი ადამიანი გაათავისუფლეს.

"რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს. 

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია", - წერს ორგანიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი და ორი აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის - წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე მუხლის - პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები