ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: არ ვაპირებთ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას, ცივილიზაცია მუშაობს ერთიანობით

შესაძლოა, ჩვენდა უნებურად, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს ვუჩენდეთ, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო, არასოდეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. თუკი რამე გვინდა, თუკი რაიმესკენ მივისწრაფვით, არის ერთობა და გაერთიანება, ერთსულოვნება, ერთიანი მოძრაობა, არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ, ერთიანი სახალხო მოძრაობა.

არ ვაპირებთ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას... პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც,  ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

კომენტარები