მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: მე არ ვუღალატებ ჩემს ქვეყანას, არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს

მე მინდა მივესალმო ჩვენს გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო. ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 

ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემს ზუგდიდს. მე ზუგდიდს ისე, როგორც საქართველოს არასოდეს არ ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ, რადგან სხვა უფლება არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილო, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო?! მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე, არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე?! ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ კლოუნადას, შურს, ზიზღს, ურთიერთარგატანას და სახელმწიფოს ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ. 

რას შვებით ზუგდიდში, ექიმ კაცს დამსდევთ, სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხავთ და ვერ გამტეხავთ იმიტომ რომ მიყვარს ჩემი სამშობლო. 

ამბობს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე. 

კომენტარები