ხანძარი

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულება
რუსთავი 2

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. ადგილზე დიდი დაკვამლიანებაა. რუსთავში უკვე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. 

ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დეტალებს არკვევს. 

რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულება ემიჯნება მე-12 დაწესებულებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

კომენტარები