მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე იოანე სააკაშვილზე: დანაშაულს დანაშაული დაუმატა, სამართალმა იზეიმოს

ვიდრე ის იყო საზღვარგარეთ, გამოცხადებული იყო ოფიციალური ძებნა წითელი ცირკულარით, მაგრამ ახლა არ გამოვეკიდეთ და სხვა ქვეყანასთან ურთიერთობა არ გავიფუჭეთ. იყო სასამართლო, განაჩენი გამოტანილია, არიან მოწმეები და სამართალი ამ მხრივ დაცულია. 

ამის შემდეგ, ეს პიროვნება არღვევს სახელმწიფოს საზღვრებს და უკანონოდ შემოდის, არა მოქალაქე, არა ვიზით და ა.შ. მორიგ დანაშაულს სჩადის. ამიტომ, იმ დანაშაულის გამო განაჩენი გამოტანილია და მან კიდევ ერთი დანაშაული დაუმატა. პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ შეწყალებას ხელს არ მოაწერს. ასეთ სიტუაციაში სამართალს ვუპირისპირდებით? რატომ? რა საფუძველი მაქვს, მე არ მაქვს საფუძველი, დავუპირისპირდე, მე ვუთმობ სამართალს, რომ სამართალმა იზეიმოს.

ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. 

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.

კომენტარები