მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ფოტიგა: სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს 

ზოგიერთი სავარაუდო დანაშაული უკვე შეფასდა, მათ შორის, სტრასბურგის ტრიბუნალის მიერ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სააკაშვილის ძალიან ახლო თანამოაზრეების წინააღმდეგ. ასე, რომ ეს ეს მხოლოდ ჩვენი აზრი და შეშფოთება არ არის, რომ აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ამ დასკვნას ვაკეთებთ წინა საქმეებიდან და ბრალდებებიდან გამომდინარე.

კიდევ მინდა ერთი რამ დავამატო, მე 2012 წელს არჩევნებზე ვიყავი დამკვირვებელი და მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ეგზიტპოლის წინ. ეს იყო ძალიან მშვიდობიანი გამოსვლა. მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და ყველაფერი მიანდო კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, მაშინ ჩვენ ყველამ შევაქეთ საქართველო, რომ ის უკვე მომწიფებული დემოკრატია იყო, რადგან ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი გადაცემა მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით.  

მე ძალიან კარგად მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის ეს დამოკიდებულება და არ მჯერა იმ ბრალდებებისა, რომელთა მიხედვით, მას საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა.

მან საქართველოში დაბრუნების ძალინ რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი მოსაზრება მის შესახებ არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ეს არის ჩემი აზრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (მთავარის თარგმანი)

თქვა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მთავართან ინტერვიუში

კომენტარები