კორონავირუსი საქართველოშ

გამყრელიძე: სიტუაცია უარესდება, ვიკვლევთ, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე

ვიკვლევთ [ახალ შტამებს] იმიტომ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ. ჯერ არაა [დადასტურებული], ჯერ ყველა დელტაა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას. დღეს, 12 ოქტომბერს, COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 723 ტესტი და დადასტურდა 4 774 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.01%

კომენტარები