კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: არ მესმის პედაგოგების, რომლებიც აცრის უარზე არიან და ბავშვებს საფრთხეს უქმნიან

ორი აზრიც არ არსებობს, რომ გადამწყვეტია მშობლების, სკოლებისა და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, მოისინჯა აზრი, თუმცა პედაგოგების დიდმა ნაწილმა მკვეთრი პროტესტი განაცხადა - ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა. არ შეიძლება არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ. არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს. აგრეთვე იმ მშობლების, რომლებსაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან ასაკოვნები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

 

კომენტარები