კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ბოლო ერთი კვირაა შემთხვევები მატულობს – შეიძლება, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისია

კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. 

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.  

11 ოქტომბრის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 711 ტესტი და დადასტურდა 1 530 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.64%-ია, ბოლო 14 დღის - 6.25%, ბოლო 7 დღის  - 7.60%.

კომენტარები