კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სანამ არ გავალთ 60-70%-იან აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმება წერტილი ეპიდემიას

თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, იმ 60%-ზე ვერ გავალთ. ვნახოთ, როგორი იქნება დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან. უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ აცრა აუცილებელია, პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფი ადამიანისთვის. 

ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ, ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომელიც მოიტანს როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს ქვეყნისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები