ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი 1 191 ლარამდე გაიზარდა 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა. 

მაღალი ხელფასებია შემდეგ დარგებში: 

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156 ლარი (ზრდა 6.2%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885 ლარი (ზრდა 16.3%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852 ლარი (ზრდა 2.3%). 

2020 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 260 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 
2019 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2%-ით, ხოლო კერძო სექტორში 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 024 და 1 284 ლარი შეადგინა. 

2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952 ლარით, ხოლო კაცების - 1 407 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, ქალებში - 9.6%, კაცებში - 3.4% შეადგინა.
 

კომენტარები