ჰოლივუდი

ვუდი ჰარელსონმა მთვრალ ფოტოგრაფს ხელი დაარტყა

Yahoo

ვაშინგტონში, სასტუმრო უოთერგეითის სახურავზე ვუდი ჰარელსონი მთვრალ ფოტოგრაფს დაუპირისპირდა.

როგორც პოლიციის ოქმიდან ირკვევა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი უცნობი კაცი მსახიობსა და მის ქალიშვილს ფოტოებს უღებდა. ჰარელსონი მას მიუახლოვდა და ფოტოების წაშლა სთხოვა. 

საპასუხოდ ფოტოგრაფი ჰარელსონს თავს დაესხა და ყელში ხელის ჩავლება სცადა, მსახიობმა თავი დაიცვა და მთვრალ კაცს კისერში მუშტი ჩაარტყა. 

მომხდარი პოლიციას ადგილზე ერთ-ერთმა თვითმხილველმაც დაუდასტურა. სამართალდამცავების თქმით თავდამსხმელს უკვე ბრალი წარედგინა.

ვუდი ჰარელსონი ამერიკელი მსახიობია, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარზე ფილმებისთვის People vs. Larry Flynt, The Messenger, Three Billboards Outside Ebbing, Missouri.

წყარო: Foxnews

კომენტარები