მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კუჭავა: უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე შევეხეთ სააკაშვილის გამოპარვის საკითხსაც

შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ -  უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია.   კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს. 

თქვა პარლამენტის სპიკერმა, კახა კუჭავამ კიევში უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან საუბრისას. 

კომენტარები